სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№466
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №466

2015 წლის 12მარტი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს რკინიგზისთვის“  საქართველოს„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23  პუნქტის შესაბამისად, სარკინიგზო მაგისტრალის, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი შემდეგი მცენარეები:

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill) (8 სმ-ზე მეტი ტაქსაციური დიამეტრის) - 4 ინდივიდი (0,350 მ3);

ბ) ძელქვა (Zelkova carpinifolia Pall) - 7 ინდივიდი (0,20 მ3);

გ) კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark) (8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის), (0,006 მ3);

დ)  ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill), (0,121 მ3).

2. სს „საქართველოს რკინიგზა“ ვალდებულია:

ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                      ი . ღარიბაშვილი