საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ალიანს მედი+“-ის (შპს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ უფლებამონაცვლე შპს „ალიანს მედი+“) მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№592
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №592

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ალიანს მედი+“-ის (შპს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ უფლებამონაცვლე შპს „ალიანს მედი+“) მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აგვისტოს №768, 2010 წლის 27 ივლისის №714, 2010 წლის 6 აგვისტოს №769, 2010 წლის 19 ივლისის №677 და 2010 წლის 21 ივლისის №693 განკარგულებების მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, შპს „ალიანს მედი+“ (შპს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ უფლებამონაცვლე შპს „ალიანს მედი+“) გათავისუფლდეს მასზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2010 წლის 28 ივლისს და 13 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების დარღვევისთვის, ამავე ხელშეკრულებების 4.2.2 პუნქტ(ებ)ის თანახმად, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულებისათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური