საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედალფას“ (შპს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ უფლებამონაცვლე) მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №629
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედალფას“ (შპს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ უფლებამონაცვლე) მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის, ან ამხანაგობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის უწყებათაშორისი კომისიის“ 2012 წლის 20 იანვრის №4 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, შპს „მედალფა“ (შპს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ უფლებამონაცვლე) გათავისუფლდეს მასზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2010 წლის 16 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის №499 განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების) დარღვევისთვის ამავე ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტით გათვალისწინებული, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური