საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №581
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ‑თ“ ქვეპუნქტებისა და „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის, ან ამხანაგობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის უწყებათაშორისი კომისიის“ 2012 წლის 20 იანვრის სხდომის №4 ოქმის გათვალისწინებით, სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2010 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №451 განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების) დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტის შესაბამისად მასზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური