საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ირაო მედის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №579
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ირაო მედის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის, ან ამხანაგობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის უწყებათაშორისი კომისიის“ 2012 წლის 20 იანვრის სხდომის №4 ოქმის გათვალისწინებით, შპს „ირაო მედი“ გათავისუფლდეს მასზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2010 წლის 12 ივლისს და 19 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულებების 4.2.2 პუნქტით გათვალისწინებული (საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივნისის №590, 2010 წლის 30 ივნისის №586, 2010 წლის 14 ივლისის №659, 2010 წლის 30 ივნისის №589 და 2010 წლის 30 ივნისის №587 განკარგულებების მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დარღვევა), დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური