საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№580
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №580

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ – „ი“ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის – სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 16 ივნისის №509 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვლის N08/02/05 განკარგულების გათვალისწინებით, სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 27 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის – სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 16 ივნისის №509 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა) შეუსრულებლობისათვის ამავე ხელშეკრულების 4.2.2 ქვეპუნქტის შესაბამისად მასზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ. გილაური