საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგისა“ და შპს „კურაციო ჰოსპიტალსის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№628
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №628

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგისა“ და შპს „კურაციო ჰოსპიტალსის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის, ან ამხანაგობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის უწყებათაშორისი კომისიის“ 2012 წლის 20 იანვრის №4 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ და შპს „კურაციო ჰოსპიტალსი“ გათავისუფლდნენ მათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2010 წლის 30 სექტემბერს, 2010 წლის 29 ივლისს, 2010 წლის 8 სექტემბერს და 2010 წლის 17 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულებების 4.2.2 პუნქტებით გათვალისწინებული (საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 ივლისის №707, 2010 წლის 30 ივნისის №583, 2010 წლის 6 აგვისტოს №767, 2010 წლის 23 ივლისის №706, 2010 წლის 16 ივნისის №515, 2010 წლის 30 ივნისის №584 და 2010 წლის 14 სექტემბრის №886 განკარგულებების მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დარღვევა), დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

2.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულებისათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური