საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№630
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №630

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული პირობების მე‑8 მუხლის მე‑7 პუნქტის შესაბამისად და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აგვისტოს №766 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვლის №08/02/06 განკარგულების გათვალისწინებით სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგს“ შორის 2010 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აგვისტოს №766 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა) შეუსრულებლობისათვის, ამავე ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტის შესაბამისად, მისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ. გილაური