მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1851
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 10/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1851

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

1 . „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილების, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39 ‑ე მუხლის მე ‑5 პუნქტის, ასევე 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის„ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიერ შექმნილ 15- საწოლიან მრავალპროფილურ საავადმყოფოზე, მდებარე ქ. სენაკში, რუსთაველის ქ. №110‑ ში, გაიცეს მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით.

2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა და მისი ექსპლუატაციაში მიღება.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2012.
როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“?
„მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 10.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1851. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“, №1851, 10.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2281681/