მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №706
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული კონკურსით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39‑ე მუხლის მე‑5 პუნქტის, ასევე 79‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ ობიექტებზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტექნიკურმა და სამშენებლო ინსპექციამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და წარდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ ობიექტების ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| დამკვეთი | სამედიცინო რაიონი | |
| სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აი“ | სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ | აბაშა – თავისუფლების ქ. №141 |
| ჩხოროწყუ – მშვიდობის ქ. №16 | ||
| ფოთი – გურიის ქ. №171 | ||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“?
- „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 24.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №706. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ“, №706, 24.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2300331/