რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №304
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლე-ლი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:
ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების „ჟინერის“, „ზაჰესის“ და სააქციო საზოგადოებების „გუმათის ჰესების კასკადის“, „საქრუსენერგოსა“ და „ა. ძოწენიძის სახელობის ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს“ მიმართ რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 29 ოქტომბრის №1123 განკარგულების საფუძველზე სს „ბზვანისთვის“ გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად 2005 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რიცხულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.
2. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისი ნორმებით დანართის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი არ ქვეყნდება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2005.
- როდის იქნა მიღებული „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“?
- „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“ მიღებულია 15.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №304. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“, №304, 15.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2213086/