რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№569
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №569

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო  და სასესხო დავალიანებების შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს  კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი  ვადაგადაცი­ლებული საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქ­ტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადა­დება და განხორციელდეს სააქციო საზოგა­დოებების: „ყვარელ­გაზის“, „ზესტაფონგაზის“, „ხარაგაულგა­ზის“, „საგარეჯოგაზის“, „ბაღდათგაზის“, „დედოფლისწყარორაი­გაზის“, „ლაგოდეხგაზის“, „ჭიათურგაზის“, „გურჯაანგაზის“, „ახმეტაგაზის“, „საქაგ­რო­ბიომრეწვის“, „პანსიონატ პლატოსა“და „მთის ხეობის“მი­მართ რიცხული ვადაგა­და­ცილებული  საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარ­მოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგა­და­სახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზა­ციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით,  დანართის მიხედვით. *

3. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის თანახმად, როგორც უიმედო სასესხო დავალიანებები, ჩამოეწეროთ:

ა) სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიულ კომ­ბინატს“– „სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურ­გიული კომბინატის“ფინანსური მდგომარეობის, საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებისა და კრიზისიდან გამოყვანის ღონისძიე­ბათა შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 თებერვლის №88 ბრძანებულებით გამოყოფილი სესხის (1 000 000 ლარი) გადაუხდელობის შედეგად სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ლიკვიდაციის რეგისტრაციის განხორციელების თარიღისათვის (14.08.2007 წ.) რიცხული სასესხო დავალიანება – 5 431 660 ლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა – 1 000 000 ლარი; სარგებლის პროცენტის თანხა – 220 000 ლარი; დარიცხული საურავი – 4 211 660 ლარი;

ბ) „საქსოფლნაყოფიერების“საგარეჯოს სარაიონთაშორისო გაერთიანებას (ამჟამად უფლებამონაცვლე: სააქციო საზოგა­დოება „აგროქიმსერვისი“) – მისთვის გაცემული, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 5 ოქტომბრის №733 განკარგულებით საგარეჯოს რაიონის გამგეობისათვის გამოყო­ფილი, სესხის (195 000 ლარი) და სარგებლის პროცენტის თანხის ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი – 476190 ლარი;

გ) მესტიის რაიონის სახაზინო საწარმო „ენგურს“– „მეს­ტიის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“საქართვე­ლოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის №613 ბრძა­ნე­ბულებით გამოყოფილი სესხის (300 000 ლარი) გადაუხდელობის შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების მიღების დღისათვის (2006 წლის 4 ოქტომბერი) რიცხული სასესხო დავალიანება – 6 074 640 ლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა – 300 000 ლარი; სარგებლის პროცენტის თანხა – 72 000 ლარი; დარიცხული საურავი – 5 702 640 ლარი.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ზ.ნოღაიდელი

 

* დანართი არ ქვეყნდება