რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №95

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:

1.1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე სააქციო საზოგადოებებზე – „თელასზე“, „მ.მ.კ.-4-ზე“, „სენაკის პურპროდუქტებსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელეკომპანია მზეზე“რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

 1.2. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე – „ვარდნილჰესების კასკადსა“ და ,,სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-ზე“ რიცხული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

1.3. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე – „გუდაურში სამთოგამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის №359 განკარგულებით გამოყოფილი სესხის 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარის (13 629 600), მასზე დარიცხული პროცენტისა (628 082 ლარი) და 2008 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული საურავის (3 463 191 ლარი), სულ 17 720 873 ლარის რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველი პუნქტის 1.1, 1.2 და 1.3 ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებად განისაზღვროს:

2.1. სააქციო საზოგადოებებზე – „თელასზე“, ,,მ.მ.კ.-4-ზე“, ,,სენაკის პურპროდუქტებსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტელეკომპანია მზეზე“რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები – ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხოლო სს „გუდაურზე“ რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები – „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად.

2.2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე – „ვარდნილჰესების კასკადსა“ და „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2-ზე“ რიცხული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები – „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად, ხოლო საგადასახადო დავალიანებების დაფარვა განხორციელდეს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განსაზღვრული პრინციპით.

3. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უიმედო სასესხო დავალიანებები, ჩამოეწეროთ:

3.1. სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმს“ – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 4 სექტემბრის №626გ განკარგულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №272 განკარგულების, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 ნოემბრის №635 ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 თებერვლის №124 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი სესხის (სულ 2 064 000 ლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა – 1 850 000 ლარი, სარგებლის პროცენტი – 214 000 ლარი) და სესხ(ებ)ის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღისათვის დარიცხული საურავი.

3.2. სააქციო საზოგადოება „ქუთაისის წისქვილს“ – საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №597 ბრძანებულების საფუძველზე გამოყოფილი 825 500 აშშ დოლარის სესხის გადაუხდელი ნაწილი – 428 713 აშშ დოლარი, სარგებელი – 239 460 აშშ დოლარი (სულ 668 173 აშშ დოლარი) და სესხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღისათვის დარიცხული საურავი.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

 

 

 

 

საწარმოს,

(ორგანიზაციის) დასახელება

 

 

 

 

დავალიანების სახე

რესტრუქტუ-რიზაციის დაწყების თარიღი

რესტრუქტურიზა-ციის დაწყების თარიღისათვის არსებული

დავალიანებები (ლარებით)

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

სს ,,თელასი“

 

საგადასახადო

(საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობი-სათვის გადასახადი)

18.09.2008წ.

10 273 461

 

3 წელი

(18.09.2008წ-დან

18.09.2011 წ-მდე)

 

 

 1 წელი

(18.09.2008 წ-დან

18.09.2009 წ-მდე)

 

 2 წელი

(18.09.2009 წ-დან 18.09.2011 წ-მდე)

2

 

სს „მ.მ.კ.-4“

საგადასახადო

11.09.2008წ.

149 535

5 წელი

(11.09.2008 წ-დან 11.09.2013 წ-მდე)

 

 2 წელი

(11.09.2008 წ-დან

 11.09.2010 წ-მდე)

 

 3 წელი

(11.09.2010 წ-დან

11.09.2013 წ-მდე)

3

სს „სენაკის პურპროდუქტები“

საგადასახადო

(საურავი)

05.12.2008წ.

24 610

2 წელი

(05.12.2008 წ-დან

 05.12.2010 წ-მდე)

 1 წელი

(05.12.2008 წ-დან

05.12.2009 წ-მდე)

 1 წელი

(05.12.2009 წ-დან

05.12.2010 წ-მდე)

4

შპს

„სამაუწყებლო

კომპანია

„რუსთავი-2“

საგადასახადო

 

05.12.2008წ.

18 139 963

5 წელი

(05.12.2008 წ-დან

 05.12.2013 წ-მდე)

 2 წელი

(05.12.2008 წ-დან

05.12.2010 წ-მდე)

 3 წელი

(05.12.2010 წ-დან

05.12.2013 წ-მდე)

5

შპს

„ვ არდნილჰესების კასკადი“

საგადასახადო

 

05.12.2008წ.

3 673 226

15 წელი

(05.12.2008 წ-დან

 05.12.2023 წ-მდე)

 5 წელი

(05.12.2008 წ-დან

05.12.2013 წ-მდე)

 10 წელი

(05.12.2013 წ-დან

05.12.2023 წ-მდე)

6

შპს

„ტელეკომპანია მზე“

საგადასახადო

 

22.10.2008წ.

561 839

5 წელი

(22.10.2008 წ-დან

 22.10.2013 წ-მდე)

 2 წელი

(22.10.2008 წ-დან

22.10.2010 წ-მდე)

 3 წელი

(22.10.2010 წ-დან

22.10.2013 წ-მდე)

7

სს „გუდაური“

სასესხო

01.12.2008წ.

17 720 873

3 წელი

(01.12.2008 წ-დან

 01.12.2011 წ-მდე)

 2 წელი

(01.12.2008 წ-დან

01.12.2010 წ-მდე)

 1 წელი

(01.12.2010 წ-დან

01.12.2011 წ-მდე)