ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №64

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

1. სააღმზრდელო მომსახურების (შრომის ანაზღაურება, გარდა სკოლის დირექციისა და მასწავლებლების შრომის ანაზღაურებისა, კომუნალური გადასახდელები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი საჭიროების მედიკამენტები და კვება) დაფინანსების უწყვეტობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან:

ა) სსიპ – ქ. თბილისის №198 სკოლა;

ბ) სსიპ – ქ. თბილისის №199 სკოლა;

გ) სსიპ – ქ. თბილისის №200 სკოლა;

დ) სსიპ – ახალციხის სკოლა;

ე) სსიპ – ზემო ბოდბის სკოლა;

ვ) სსიპ – ჩოხატაურის სოფელ კოხნარის №2 სკოლა;

ზ) სსიპ – ჭიათურის №12 სკოლა;

თ) სსიპ – ქ. თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა;

ი) სსიპ – ქ. თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა;

კ) სსიპ – ქ. ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლა;

ლ) სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა;

მ) სსიპ – კაჭრეთის №2 სკოლა;

ნ) სსიპ – სამტრედიის №15 სკოლა;

ო) სსიპ – ქუთაისი, სოფელ გუმათის №2 სკოლა;

პ) სსიპ – ქუთაისის №44 სკოლა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების (კომპონენტები, ღონისძიებები) დაფინანსების წყაროების განსაზღვრის შესახებ, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ 2008 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2009 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის №34/ნ ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული პრინციპი გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე 2009 წლის იანვარში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების დასაფინანსებლად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან 2009 წლის 1 სექტემბრამდე.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური