„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№357
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №357

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის № 64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის № 64 გან კარ გულებაში შეტანი ლ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსების უწყვეტობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის № 118/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვზე ზრუნვა~ 2009 წლის პროგრამის” „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან:

ა) სსიპ – ქ. თბილისის № 198 სკოლა;

ბ) სსიპ – ქ. თბილისის № 199 სკოლა;

გ) სსიპ – ქ. თბილისის № 200 სკოლა;

დ) სსიპ – ახალციხის სკოლა;

ე) სსიპ – ზემო ბოდბის სკოლა;

ვ) სსიპ – ჩოხატაურის სოფელ კოხნარის № 2 სკოლა;

ზ) სსიპ – ჭიათურის № 12 სკოლა;

თ) სსიპ – ქ. თბილისის № 202 უსინათლო ბავშვთა სკოლა;

ი) სსიპ – ქ. თბილისის № 203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა;

კ) სსიპ – ქ. ქუთაისის № 45 ყრუ ბავშვთა სკოლა;

ლ) სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა;

მ) სსიპ – კაჭრეთის № 2 სკოლა;

ნ) სსიპ – სამტრედიის № 15 სკოლა;

ო) სსიპ – ქუთაისი, სოფელ გუმათის № 2 სკოლა;

პ) სსიპ – ქუთაისის № 44 სკოლა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს „ბავშვზე ზრუნვ ა” 2009 წლის პროგრამის დამტკიცები ს შესახებ” საქა რ თ ველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი ნი სტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანები ს შესაბამისად.”.

პრემიერ-მინისტრი              ნიკა გილაური