„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№305
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №305

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 82 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარებისათვის, სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დაწყებისა და სასწავლო პროცესის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2010 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 იანვრის № 3 განკარგულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                                     ნ. გილაური