რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№283
2007 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:
ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების: ,,ხაშურკანალის” , ვარდნილჰესების კასკადის“, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“და სააქციო საზოგადოება „ქართული შაქრის“მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 აგვისტოს №1019 განკარგულების საფუძველზე შპს „კარდენახი-999“-სათვის გაცემული სესხიდან 2007 წლის 29 მარტის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანების გადაუხდელი ნაწილის: სარგებლის პროცენტისა და საურავის რესტრუქტურიზაცია „ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
2. სს „ქართულმა შაქარმა“უზრუნველყოს რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანებიდან 2007 წლის 1 ივლისს – 4332000 ლარისა და 1 სექტემბერს – 4332000 ლარის გადახდა.
3. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ი საწარმოებ ი სა და ორგანიზაციებ ისათვის რიცხულ ვადაგადაცილებულ ი საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლის ნორმებით.
4. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც უიმედო სასესხო დავალიანება, ჩამოეწეროს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 ნოემბრის №981-გ განკარგულებით გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება, მათ შორის: სესხი (163765.70 აშშ დოლარი), სარგებელი (6367.68 აშშ დოლარი) და განკარგულების ამოქმედების დღისთვის რიცხული ჯარიმა.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“?
- „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“ მიღებულია 07.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №283. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“, №283, 07.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221654/