ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №623
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული 19 ერთეული რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. აღნიშნულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2012 წლის 25 მარტის მდგომარეობით ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება 2 037 031.09 ლარის ოდენობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, დანართით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჩამოეწეროთ 2012 წლის 25 მარტის მდგომარეობით რიცხული საგადასახადო დავალიანება – 2 037 031.09 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარი.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 11 ნაწილისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, თითოეულს ამავე განკარგულების დანართით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანებების სტრუქტურის მიხედვით, ჩამოეწეროთ 2012 წლის 25 მარტის მდგომარეობით რიცხული საგადასახადო დავალიანება – 2 037 031.09 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის ოდენობით, მათ შორის: დამატებული ღირებულების გადასახადი – 6441.88 ლარი, მოგების გადასახადი – 1527.78 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 541008.43 ლარი, სოციალური გადასახადი – 1419970.52 ლარი, ქონების გადასახადი – 796.32 ლარი, სხვა გადასახადები (გაუქმებული) – 315.2 ლარი, სხვა ჯარიმები – 66966.45 ლარი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი – 4.51 ლარი.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, უზრუნველყოს ამავე დანართით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი თანხების შემცირება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური