საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№528
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №528

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა (ს/ნ 203860642) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/ნ 203860642) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 1287540.72 ლარის ოდენობით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (ს/ნ 203860642) განცხადებით ითხოვს 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 1287540.72 ლარის (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ჩამოწერას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 11 ნაწილისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/ნ 203860642) ჩამოეწეროს 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება სოციალურ გადასახადში – 1287540.72 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის (ს/ნ 203860642) პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი თანხების შემცირება.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური        

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №528. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“, №528, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2290085/