საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აღსრულების ეროვნული ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №20
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობისსფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –აღსრულების ეროვნული ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნულისააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, „იუსტიციის სახლების“ მეშვეობით დაგეგმილი მომსახურებების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, სარეკლამო ღონისძიებებისა და იმიჯის შექმნის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საქონლისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2012 წლის განმავლობაში განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება კოორდინირებულად უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური