საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2406
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2406

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ სა­ქარ­­­თველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა) მიერ, 2015 წლის განმავლობაში, ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა, სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისას, გათავისუფლდნენ ხელშეკრულების უზრუნველყოფის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტიების წარდგენისაგან.

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი