საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, 2015 წლის განმავლობაში, ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2598
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, 2015 წლის განმავლობაში, ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, 2015 წლის განმავლობაში, ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისას, გათავისუფლდნენ ხელშეკრულების უზრუნველყოფის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტიების წარდგენისაგან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი