ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, დაბა კაზრეთსა და შილდაში საზოგადოებრივი ცენტრების ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018444
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №18

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, დაბა კაზრეთსა და შილდაში საზოგადოებრივი ცენტრების ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ


„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას საზოგადოებრივი ცენტრების შენობების ასაშენებლად საჭირო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მომსახურების, ტოპოგრაფიული მომსახურების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 2015 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი