სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1419
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების, გეოლოგიური, ტერიტორიის ლანდშაფტისა და ჰიდროლოგიური კვლევისა და ტოპოგრაფიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 2015 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 03.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1419. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019571.
- სად არის „სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1419, 03.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019571 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2907318/