ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №878
2015 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრმა განახორციელოს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მოსაწყობად განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო, სახელმწიფო შესყიდვები, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით, სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის გამოყოფილ ასიგნებათა, სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის საკუთარი სახსრებისა და სხვა სახსრების ფარგლებში.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი