საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებლად მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვაზე გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2363
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებლად მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვაზე გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებლად მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვაზე გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვები, ქ. თბილისში განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის საშუალებით, ხოლო საქართველოს რეგიონებში - შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შერჩეული მიმწოდებლების საშუალებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შერჩეული მიმწოდებლების არარსებობის შემთხვევაში, იმ კომპანიებისაგან, რომელთა დაცულ ავტოსადგომზეც განთავსებულია აღსასრულებლად მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი