საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №180
2013 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2013 წლის განმავლობაში ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი