საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა ტრენინგებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღების მიზნით აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 33
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა ტრენინგებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღების მიზნით აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შე სახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა) მიერ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ტრენინგებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისათვის აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი