აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №810
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისათვის კომპლექსური მომსახურების გაწევის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ოფისის მშენებლობისათვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება კოორდინირებულად უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მობილიზება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული სახსრებით, მათთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) „იუსტიციის სახლის“ოფისის მშენებლობის ხარჯები გასწიოს 2009-2010 წლების ბიუჯეტებში მიღებული ეკონომიის ხარჯზე, დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის გარეშე;
ბ) „იუსტიციის სახლის“ოფისის დეტალური დაპროექტების მომსახურებისა და მშენებლობისათვის შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს მის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთობლივად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური