„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფიზიკური პირის, იური წულაიას საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1545
2014 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულებ ით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფიზიკური პირის, იური წულაიასსაქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვისპირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, 2016 წლის 1 დეკემბრამდე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე 30-ადგილიანი სასტუმროს აშენება (რომელშიც, ასევე, განთავსებული იქნება ღვინის სახლი) და მისი ექსპლუატაციაში მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, იური წულაიამ წარადგინოს 1000 (ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტივიო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი, იური წულაია გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ იური წულაიასშორის 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი