„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის N17/10/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფიზიკური პირის, იური წულაიას საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№503
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №503

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფიზიკური პირის, იური წულაიას საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის N1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვისპირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

     ა) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, 2015 წლის 1 ნოემბრამდე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის იური წულაიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ოქტომბრის №17/10/03 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე 30 - ადგილიანი სასტუმროს აშენება (რომელშიც, ასევე, განთავსებული იქნება ღვინის სახლი) და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა;

    ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

     2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, იური წულაიამ წარმოადგინოს განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10% ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

     3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იური წულაია გათავისუფლდეს საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსადა ფიზიკურ პირ იური წულაიას შორის 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5მუხლის 5.2 პუნქტის 5.2.2 და 5.2.3 ქვეპუნქტებისსაფუძველზე,ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შეტანის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მყიდველზედაკისრებულიან/დადასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

    4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი