„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის №181 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1507
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017611
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1507

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის №181 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენის შესახებ

„სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის №181 განკარგულების (შემდგომში – პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 მაისამდე, პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.17.001.012) ან/და მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №01.14.16.011.001; №01.14.17.001.013; №01.14.17.001.022; №01.14.17.001.024; №01.14.17.001.026; №01.14.17.001.090; №01.14.17.001.099; №01.14.17.001.100; №01.14.17.001.101; №01.14.17.001.102; №01.14.17.001.103) ან/და მათ ნაწილზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი) განაშენიანების წარმოების მიზნით, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების (მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა) უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგმა“ (ს/კ №205244190), ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი