ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2378
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑13 მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის სამშენებლო‑სარემონტო სამუშაოების დაწყების მიზნით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების, დიზაინერული პროექტის, სამშენებლო‑სარემონტო სამუშაოების, შენობის შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების, შენობაში განსათავსებელი ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ:
ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების მობილიზება უზრუნველყოს მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავლებიდან, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად;
ბ) ქ. მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის სამშენებლო‑სარემონტო სამუშაოების დაწყების მიზნით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების, დიზაინერული პროექტის, სამშენებლო‑სარემონტო სამუშაოების, შენობის შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების, შენობაში განსათავსებელი ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“?
- „ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ მიღებულია 08.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2378. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ მცხეთაში მდებარე ქორწინების სახლის საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო გაყვანილობების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“, №2378, 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2360905/