სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2499
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№249 9

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის მე‑9 პუნქტის,„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კა ნონის მ ე‑ 13 მუხლის მე‑ 2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შე სა ხებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფე რო ში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სა ხელ მწიფო შესყიდვის ა თვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მო ბი ლი ზება უზრუნველყო ს სააგენტომ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფი ნან სური რესურსების მობილიზება სააგენტომ უზრუნველყო ს მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავლებიდან , მისთვის კ ანონმდებ ლ ო ბით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შე უ ფერ ხებლად.

3. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღო ნის ძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელო ს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური