„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1123
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„ს ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ ლის შესაბამისად, „ს ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მი ერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურ ებ ის, ასევე მიმდებარე ზონაში შესაქმნელი სხვა პერსპექტიული ენერგეტიკული ობიექტების სისტემაში მიერთების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს ახალი 220/110/10 კვ ქვესადგურისა და 110 კვ-იანი ხაზის მშენებლობა.
2. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ხეობაში მშენებარე „დარიალისა“ და „ლარსის“ ჰიდროელექტროსადგურ ებ ის, ასევე მიმდებარე ზონაში შესაქმნელი სხვა პერსპექტიული ენერგეტიკული ობიექტების სისტემაში მიერთების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს საჭირო ქმედებების, მათ შორის – საპროექტო, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.“.
2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, მდინარე ჩელთზე მშენებარე 5 მგვტ „შილდა ჰესის“ სისტემაში მიერთების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განახორციელოს არსებული 35/10 კვ ქვესადგურ „შილდის“ სათანადო განვითარება და 35 კვ-იანი ხაზის მშენებლობა.“.
3. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ს ახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს სა ხელმწიფო ელექტროსისტემა მ“ამ განკარგულების პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესრულების მიზნით საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შეს ყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ქმედებების განხორციელება, მათ შორის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელ ექტროსისტემ ის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური