„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№259
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016591
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №259

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

 „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

       1. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

       2. 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. ცნობად იქნეს მიღებული სს „საქართველოს სახელმწიფო ელექ­ტროსისტემის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევები და მიღებული ზომები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ხეობის გავლით ასაშენებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ოპტიმალური ტექნიკური პარამეტრე­ბის დასაზუსტებლად. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ხეობის გავლით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესაძლო პრო­ექ­ტებს შორის ოპტიმალურად და სარეალიზაციოდ ცნობილ იქნეს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საწყის ეტაპზე ექსპ­ლუ­ატაციაში შევა 110 კვ ძაბვით და უზრუნველყოფს ამავე ხეობაში მშე­ნებარე „დარიალის“ და „ლარსის“ ჰიდროელექტროსადგურების, ასევე, მიმდებარე ზონაში შესაქმნელი სხვა პერსპექტიული ენერგეტიკული ობი­ექტების სისტემაში მიერთებას. შესაბამისად სს „საქართველოს სახე­ლ­მწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს საჭირო ქმედებების, მათ შო­რის, საპროექტო, სამშენებლო, სერეკონსტრუქციო და სარეაბილი­ტა­ციო სამუშაოების განხორციელება ამ პუნქტში მითითებული ელექტრო­გა­დამცემი ხაზის ასაშენებლად.“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირ­ველი, 21, 22 და 23 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ქმე­დებების განხორციელება, მათ შორის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელ­ე­ქ­ტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ირაკლი ღარიბაშვილი