„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის №810 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №827
2010 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის №810 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის №810 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო) მათ მიერ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისათვის კომპლექსური მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე, საქართველოს კონტროლის პალატამ, მის მიერ კონტროლისა და აუდიტის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმში) „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობისათვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება უზრუნველყონ კოორდინირებულად.
2. „იუსტიციის სახლის“ ოფისის დეტალური დაპროექტების მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, საქონლისა და თანმდევი მომსახურების, აგრეთვე, „იუსტიციის სახლის“ ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო დაფინანსება განახორციელონ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, მისთვის 2009-2011 წლების ბიუჯეტებით დამტკიცებულ ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე;
ბ) საქართველოს კონტროლის პალატამ, მისთვის 2010-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო), მათ მიერ 2009-2011 წლებში კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოსავლებიდან, მათთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.
3. „იუსტიციის სახლის“ოფისის დეტალური დაპროექტების მომსახურების, სამშენებლო სამუშაოების, საქონლისა და თანმდევი მომსახურების, აგრეთვე, „იუსტიციის სახლის“ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო) და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური