ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1423
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1423

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  „წაბლის  ქერქის  კიბოთი“დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული „ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო ტყის ფონდის 5825 ჰა-ზე წაბლნარი კორომების სატყეო- პათოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, დაავადების ხარისხის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაზე“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი დასკვნა.

2. მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „დე ენდ ვესთან“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს მეშვეობით გააფორმოს ხელშეკრულება 7 წლის ვადით.

3. შპს „დე ენდ ვე“ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანოს საკომპენსაციო თანხები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი – 2010 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – 2011 წლის 30 ივნისამდე;

გ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის № 697 განკარგულება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  „წაბლის  ქერქის  კიბოთი“დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „დე ენდ ვესა“და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური