ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ,,წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „დე ენდ ვე“-სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№697
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №697

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ,,წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „დე ენდ ვე“-სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივნისის სხდომის №29 ოქმით (საკითხი IV – სახელმწიფო ტყის ფონდის ტეროტორიაზე ,,წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების მდგომარეობისა და მათი აღდგენა-გაჯანსაღების გზების შესახებ) განსაზ­ღვრული დავალების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტსა და შპს „დე ენდ ვე“-ს შორის 2005 წლის 4 ოქტომბერს 5 წლის ვადით დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება. მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შპს „დე ენდ ვე“-მ წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელშეკრულების მოქმედების ვადის 3 წლით გაგრძელების თაობაზე. შპს „დე ენდ ვე“-ს ახალი ხელ­მძღვანელის განმარტებით საწარმოს ყოფილი ხელმძღვა­ნელობის არასწორი მენეჯმენტის გამო შეუძლებელი გახდა ხელშეკ­რულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწი­ნებულ ვადებში შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე და ზესტა­ფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოს“ დაავადების შემდგომი გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულებას – სატყეო დეპარტამენტს მიეცეს უფლება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ,,წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „დე ენდ ვე“-სთან დადებული ხელშეკრულება გააგრძელოს 3 წლის ვადით.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი ვადის გაგრძელებამდე ინფორმაციის სახით წარმოდ­გენილ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე