რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №789
2008 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებისა და ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუწყდეთ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოება ,,ელექტრომექანიკოსს“ და ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოება ,,ბზვანს“.
2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა (გ. გობეჯიშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან სააქციო საზოგადოება ,,ელექტრომექანიკოსის“ მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები და გადაუხდელი თანხის იძულებით ამოსაღებად – საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოება ,,ბზვანის“ მიმართ აღძრას სარჩელი სასამართლოში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი