რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებთა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№545
სარეგისტრაციო კოდი
200.230.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 126, 27/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №545

2002 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი „ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებისა და „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. შეუწყდეს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს „საქნავთობტრანსის”ფილიალ “ხაშურის სამმართველოს“ სამართალმემკვიდრე შპს „ხაშურის მაგისტრალური ნავთობპროდუქტსადენის სამმართველოს“ (ხაშური) და „საქართველოს ავიახაზებს“ (თბილისი), აგრეთვე სააქციო საზოგადოება „ცენტროლიტს“ (თბილისი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარ­ტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადა­უხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარ­მოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული ფინანსური სანქციები.

ე. შევარდნაძე