რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
2001 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოებებს – „მეგაჩაის“ (ზუგდიდი), „ახალციხის ელექტროძრავას“ (ახალციხე), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „არქდიზაინსა“ (თბილისი) და „თელავის მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორს“ (თელავი).
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2001.
- როდის იქნა მიღებული „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“?
- „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ მიღებულია 20.05.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №201. სარეგისტრაციო კოდი — 200.230.100.05.002.002..
- სად არის „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“, №201, 20.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114934/