რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №194
2003 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი „ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის“გადაწყვეტილებისა და „საგადასახადო დავალიანებათა რესტუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. შ ე უწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გეგუთსა“ (წყალტუბო) და სააქციო საზოგადოება „მეტეხის კერამიკას“ (კასპი).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2003.
- როდის იქნა მიღებული „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ“?
- „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ“ მიღებულია 08.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №194. სარეგისტრაციო კოდი — 200.230.100.05.002.002.
- სად არის „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ“, №194, 08.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117142/