რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1038
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული, ქალაქ თბილისში დროებით, ორგანიზებულად განსახლებული მოსახლეობის მიერ 2009 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება სს „თელასის“მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 609 200 (ექვსას ცხრა ათას ორასი) ლარი.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ მიღებულია 29.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1038. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“, №1038, 29.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2207321/