სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№568
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49(53), 06/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №568

1999 წლის 1 ოქტომბერი

ქ.თბილისი

სააქციო საზოგადოება „თელასის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ

სააქციო საზოგადოება „თელასის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების პრივატიზების დაჩქარების, ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობისა და ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სააქციო საზოგადოება „თელასის” საწესდებო კაპიტალის აქციათა 5%-ის (4 057 395 აქციის) გაყიდვა სპეციალიზებული აუქციონის ფორმით, ერთი აქციის საწყისი ფასის ნომინალური ღირებულებით 1 ლარით განსაზღვრით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ერთ კვირაში უზრუნველყონ სპეციალიზებული აუქციონის შესაბამისი წესის შემუშავება და რეგისტრაცია.

3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დაუშვას შესაბამისი მითითება საბანკო დაწესებულებებისადმი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული აუქციონის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

4. ეთხოვოს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას” და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს სისტემატურად გააშუქონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიმდინარეობა.

ე.შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.1999.
როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“?
„სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 01.10.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №568. სარეგისტრაციო კოდი — 240.060.000.05.002.001..
სად არის „სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“, №568, 01.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113200/