ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№116
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 20/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №116

2002 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ეროვ­ნული მეურნეობის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების პირობებში ქვეყნებს შორის ტრანსკონტინენტურ ტვირ­თზიდვაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სრულყოფილ სატრანზიტო რეგიონად ჩამოყალიბებას აქვს რეალური საფუძვლები. აღნიშნული პერსპექტივის განხორციელების შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა, რომლის პროექტი ითვალისწინებს ავტომაგისტრალების გაყვანის მსოფლიო სტანდარტებს და რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთელი საერთაშორისო გაერთიანებისათვის.

ავტომაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობისას გასხვისების ზოლში ხვდება სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. ცნობად იქნეს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ინფორმაცია ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის, აგრეთვე მინისტრთა საბჭოს მხრიდან მშენებლობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის მზადყოფნის შესახებ.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობისას გასხვისების ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრების  ქონების ათვისება მოახდინოს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

ე. შევარდნაძე