საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №452
2002 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილებისას საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დარეგულირების მიზნით:
1. საქართველოს სასაზღვრო სარკინიგზო სადგურების გავლით სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას, საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომლებიც დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის მოთხოვნები შესრულდეს ერთი თვის ვადაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და დამკვიდრება, სასაზღვრო და საკვანძო სარკინიგზო სადგურებში სპეციალური ჩიხებისა და ტერმინალების მოწყობით, სადაც შესაძლებელი იქნება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამისი საბაჟო პროცედურების შეუფერხებელი განხორციელება.
4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გ.ისაკაძემ. ბრძანებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს წინადადებები შესაბამისი თანამდებობის პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 29.10.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №452. სარეგისტრაციო კოდი — 230.210.000.05.002.002..
- სად არის „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №452, 29.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116368/