რუსთავის სააქციო საზოგადოება ,,აზოტში" შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 02/03/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №73

2000 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

რუსთავის სააქციო საზოგადოება „აზოტში“ შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მრეწველობის რეაბილიტაციისა და შემდგომი აღორძინების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს რუს­თავის სააქციო საზოგადოება „აზოტის“ (ყოფილი ს/ს „ქიმკომბინატის“) სრული დატვირთვით ამუშავება და ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება.

სააქციო საზოგადოება „აზოტის“ სრული ციკლით ამუშავების, მისი ნორმალური ფუნქციონირების, ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების და შემდგომი განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით:

1. განევადოს სააქციო საზოგადოება „აზოტს“ (ს/ს „ქიმკომ­ბინატის“ უფლებამონაცვლე ს) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 სექტემბრის №238 განკარგულებით გამოყოფილი სესხის გადა­უხ­დელობით 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით წარმოქმნილი სასესხო დავალიანება 2002 წლის 31 დეკემბრამდე. განვადების პერიოდში სარგებელი განისაზღვროს წლიური 8 პროცენტის ოდენობით. სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა განხორ­ციელდეს 2002 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) აღნიშნულის გათვალისწინებით სააქციო საზოგადოება „აზოტთან“ გააფორმოს ახალი სასესხო ხელშეკ­რულება.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ი. ჩხარ­ტიშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი შეუწყონ სააქციო საზოგადოება „აზოტს“ წარმოების შემდგომი განვითარების მიზნით შემუშავებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) შეაჩეროს სააქციო საზოგადოება „აზოტის“ პრივატიზაცია სააქციო საზოგადოება „აზოტში“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დამთავ­რებამდე, რომელიც უნდა განხორციელდეს იაპონიის მთავ­რობის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტ­როსთან (ვ.პაპავა) ერთად ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადება სააქციო საზოგადოება „აზოტისათვის“ 1994-1995 წლებში „რუსთავ­გაზის“ მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირზე კუპონის რევალვაციის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების გასწორების მექანიზმის თაობაზე.

ე. შევარდნაძე