2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 17/04/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №171

2002 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

2002 წელსსაბიუჯეტოორგანიზაციებისსათბობ-ენერგეტიკულირესურსებითმომარაგებისღონისძიებათაშესახებ

საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის მოწესრიგების მიზნით:

1. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა 2002 წლის პირველი კვარტალიდან შეიმუშაონ თავიანთი ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგეტიკული რესურსების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ნავთობპროდუქტები, ნახშირი და სხვ.) განაცხადები ენერგიის მოქმედი ტარიფების გათვალისწინებით ნატურალური და ფულადი გამოსახულებით და შეუთანხმონ ისინი:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა – ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის რეგიონალურ სტრუქტურებს;

ბ) ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს.

2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მირცხულავა) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) შეიმუშაონ და დაამტკიცონ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ენერგორესურსების შეძენის ტიპობრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეთანხმებული განაცხადის საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა 2002 წლის პირველ კვარტალში უზრუნველყონ ხელშეკრულების გაფორმება ენერგეტიკული რესურსების მიმწოდებელ სტრუქტურებთან.

3. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების ანაზღაურება განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებსა და ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული განაცხადის ფარგლებში.

4. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დახარჯული ენერგეტიკული რესურსების ასანაზღაურებლად მკაცრი კონტროლი დაუწესონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების სრულ და დროულ ანაზღაურებას.

5. დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურება განხორციელდეს მიმწოდებელსა და მომხმარებლებს შორის მხოლოდ ფულადი სახსრებით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად 2002 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წარუდგინოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2000-2001 წლებში მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების საფასურის გადახდის, დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის წინადადებები და გრაფიკები.

7. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ.ბერიძე) ერთ თვეში დადგენილი წესით შეიმუშაოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების კვარტალური აღრიცხვის ფორმები ნატურალური და ფულადი გამოსახულებით.

ე. შევარდნაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2002.
როდის იქნა მიღებული „2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“?
„2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 16.04.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №171. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.002..
სად არის „2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „2002 წლის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“, №171, 16.04.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115684/