საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №97
2001 წლის 15 მარტი
ქ. თბილის ი
საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის №687-რს კანონის საფუძველზე და „საქართველოს ენის სახელმწიფო პალატისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №77 განკარგულების მე-8 პუნქტის შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ცენტრალური აპარატისა და ადგილობრივი სამსახურების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნას ენის სახელმწიფო პალატის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა.
2. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ენის სახელმწიფო პალატის თანამშრომელთა რაოდენობა (ადგილობრივი სამსახურების ჩათვლით) განისაზღვროს 220 საშტატო ერთეულით და მისი დაფინანსება განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) სტრუქტურული რეორგანიზაციის დროულად და ჯეროვნად განხორციელების მიზნით, ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს ენის სახელმწიფო პალატას აღმოუჩინოს მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა.
4. დაევალოთ აჭარისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოებს, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ ენის სახელმწიფო პალატის სამსახურებს შესაბამისი სამუშაო ფართობების გამოყოფის, საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
5. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატამ (ლ. ღვინჯილია) უახლოეს ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ენის სახელმწიფო პალატის დებულებაში სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
6. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ერთიანი ცენტრალიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულების მე-7 პუნქტის საფუძველზე შექმნილი ორმაგ დაქვემდებარებაში არსებული სამსახურები.
ე. შევარდნაძე